ნინოწმინდის სოფლებში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:30 საათამდე შეეზღუდება 754 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა, სამება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.