საზოგადოება
ძალოვანების კორპუსში მეპატრონეები ბინებში შევიდნენ
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, ორი ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
საკუთარ ბინებში მესაკუთრეები დღეს შევიდნენ.

"არ ვიცი ყველა დღესვე მივიდა თუ არა, მაგრამ მე გასაღები უკვე გადმოგვცეს. შევედით ბინაში, რიმელსაც ექვსი წელი ველოდით. ტექნიკური დეტალებია დარჩენილი. ეზოს მოწყობა და ასეთი წვრილმანი" - ამბობს ერთ-ერთი მეპატრონე.

შეგახსენებთ, რომ კორპუსის მშენებლობის დასრულებას, მეპატრონეები ექვსი წელი ელოდნენ.

შსს-ოს, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და ხუთ თვეში უნდა დასრულებულიყო.
| Print |