საზოგადოება
ბენარაში სკოლის მშენებლობა დასრულდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის (შოლავერის დაწყებითი კორპუსი) მშენებლობა დასრულდა.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სკოლის მშენებლობა 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო და 15 აგვისტოს დაასრულა.

სკოლის მშენებლობისას გამოიყენეს თანამედროვე, ენერგოეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. შენობა გათვლილია 20-25 ბავშვზე. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო.

მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

სკოლის შენობის სახელშეკრულებო ღირებულებაა 452 073 ლარი.
| Print |