საზოგადოება
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე, ახალციხეში იმსჯელეს.
პარლამენტის წევრი, სახალხო დამცველის აპარატისა და შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ.

დეპუტატმა ნინო წილოსანმა ქალთა უფლებებზე, მათ პოლიტიკურ ჩართულობასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ისაუბრა. შსს–ს თანამშრომელმა კი ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმები იყო სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის სასაუბრო თემა.

| Print |