საზოგადოება
ახალციხეში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ახალ შენობაში განთავსდა
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა ბორჯომის შემდეგ, ექსპლოატაციაში ახალციხეშიც შევიდა.

მედ-პერსონალის განახლებული სამუშაო პირობები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა - ბესიკ ამირანაშვილმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან - ავთანდილ თალაკვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით. გამოყოფილია მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახები. ასევე, მოწესრიგებულია შენობის მიმდებარე ინფრასტრუქტურა.

| Print |