საზოგადოება
ახალციხეში ცენტრალური ქუჩა წყლით იფარება
ორი კვირაა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ასფალტზე წყალი მოდის.

ქალაქის ერთ–ერთ ცენტრალურ გზაზე, წყალი მიწიდან ამოდის და გზის სავალ ნაწილზე გროვდება.
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომლები დაზიანებულ მონაკვეთზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც საკითხით "მე–9 არხი" დაინტერესდა. სპეციალისტებმა წყლის ჟონვის მიზეზის დადგენა, კომპანიასთან სატელეფონო საუბრიდან დაახლოებით, ერთ საათში დაიწყეს და სპეცტექნიკით ასფალტი გაჭრეს.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი ამბობს, რომ წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე, დაზიანებული მონაკვეთის დასადგენად, საჭირო გახდა თბილისიდან სპეციალური ხელსაწყოს ჩამოტანა. ბესარიონ ფილაურის განცხადებით, სპეციალისტები პრობლემას დროულად აღმოფხვრიან.

| Print |