საზოგადოება
სამცხე–ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს 11:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 019 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში მაჯადია, კორხი, თოთხამი, კოჩიო და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 14:00 საათამდე 130 აბონენტს ბაკურიანში ნადირთმშენის, ლაგირის, ანდეზიტის და მიმდებარე ტერიტორიებზე.
13:00-დან 17:00 საათამდე 1 311 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში განძა, ფოკა, საღამო, ტამბოვკა და მიმდებარე სოფლებში.
14:00-დან 18:00 საათამდე 3 794 აბონენტს ახალციხეში კოსტავას, მესხეთის, გურამიშვილის, ჯაყელის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |