ახალციხეში, ბორჯომში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ოქტომბერს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2 016 აბონენტს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში კუმურდო, კიროვაკანი, ფოკა, ვლადიმიროვკა, ასფარა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე 4 794 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, ჭვინთა, მიქელწმინდა, ტატანისი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალციხეში ბაღინაშვილის, გორგასლის, პეტრე იბერის, ჯაყელის და მიმდებარე ქუჩებზე.
13:00-დან 14:00 საათამდე 543 აბონენტს ბორჯომში თორის, ნიკოლაძის, 300 არაგველის, საბაგიროს და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.