საზოგადოება
ბაკურიანში წყალომომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონებში
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს.

კომპანიის ბაკურიანის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა სამუშაოები ამჯერად დაბა ბაკურიანში, დიდველის მიმდებარი ტერიტორიაზე შეასრულეს.

აღნიშნულ უბანში ტურისტულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

სამუშაოები ითვალისწინებს მშენებარე ტურისტული ობიექტებისთვის გამართული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

წყალმომარაგების ქსელის განვითარების მიზნითა და ტექნიკური პირობის მიხედვით, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე 700 მეტრის მონაკვეთზე წყლის მილი დამონტაჟდა, რის შედეგადაც მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემა დღემდე არ არსებობდა.
| Print |