საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
სამცხე-ჯავახეთის პირველი პირი რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ბესიკ ამირანაშვილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობით დაინტერესდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.

სამოქალაქო სექტორის წევრებმა მათ მიერ რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ძირითადად სოფლის მეურნეობის საკითხების, გენდერის, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.


| Print |