ახალციხის ციხის ზედა ტერიტორიაზე, შემოდგომის ფესტივალი მიმდინარეობს. სტუმრებს საშუალება აქვთ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და მხატვრების ნამუშევრების გამოფენები დაათვალიერონ.
შერჩეულმა პრეტენდენტმა, მესხური კერძების მოსამზადებლად ოთხი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 70 კგ. ღორის სამწვადე ხორცი, 25 კგ. სახაჭაპურე ყველი, 5–ლიტრიანი მზესუმზირის ზეთი და 10 კგ. გარჩეული კაკალი უნდა შეიძინოს.
გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ,,თბილისობის" გამო ახალციხის მერიამ შემოდგომის ფესტივალის ჩატარება გადაიფიქრა, თუმცა მოგვიანებით ტენდერი მაინც გამოაცხადა.
ახალციხის ციხეზე, 7 ოქტომბრის ნაცვლად "შემოდგომის ფესტივალი" 20 ოქტომბერს გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში სპორტული და კულტურული ღონისძიებები ჩატარდა. რაბათის ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური რეწვის ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრების გამოფენა. მსურველებს შეეძლოთ მესხური კერძების მომზადება და დაგემოვნება.
გაიმართა სპორტული ღონისძიებები, სადაც გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
"შემოდგომის ფესტივალს" ანსამბლი "ივერია"- თეიმურაზ წიკლაური, მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, დათო აბულაძე, თემურ თათარაშვილი, გურამ ჯაში, ზურაბ კობეშავიძე კონცერტით დაასრულებს.
ახალციხის მერიამ, ფესტივალის მოსაწყობად ტენდერიც ხელახლა, 8 000 ლარზე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეული პრეტენდენტის მოვალეობაში ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ხუთი ფანჩატური, მაგიდა–სკამებისა და ბანერის მოწყობა იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, ტრადიციული მესხური კერძების მოსამზადებლად ოთხი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 70 კგ. ღორის სამწვადე ხორცი, 25 კგ. სახაჭაპურე ყველი, 5–ლიტრიანი მზესუმზირის ზეთი და 10 კგ. გარჩეული კაკალი უნდა შეეძინა.
გამარჯვებული შპს ,,კინგსი"–ს ვალდებულებაში შედის ასევე 30 კაცზე გათვლილი ოფიციალური ვახშმის მოწყობა სტუმრებისთვის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.