საზოგადოება
,,შემოდგომის ფესტივალი" ახალციხეში
ახალციხის ციხის ზედა ტერიტორიაზე, შემოდგომის ფესტივალი მიმდინარეობს. სტუმრებს საშუალება აქვთ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და მხატვრების ნამუშევრების გამოფენები დაათვალიერონ.

შერჩეულმა პრეტენდენტმა, მესხური კერძების მოსამზადებლად ოთხი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 70 კგ. ღორის სამწვადე ხორცი, 25 კგ. სახაჭაპურე ყველი, 5–ლიტრიანი მზესუმზირის ზეთი და 10 კგ. გარჩეული კაკალი უნდა შეიძინოს.

გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ,,თბილისობის" გამო ახალციხის მერიამ შემოდგომის ფესტივალის ჩატარება გადაიფიქრა, თუმცა მოგვიანებით ტენდერი მაინც გამოაცხადა.

ახალციხის ციხეზე, 7 ოქტომბრის ნაცვლად "შემოდგომის ფესტივალი" 20 ოქტომბერს გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში სპორტული და კულტურული ღონისძიებები ჩატარდა. რაბათის ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური რეწვის ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრების გამოფენა. მსურველებს შეეძლოთ მესხური კერძების მომზადება და დაგემოვნება.

გაიმართა სპორტული ღონისძიებები, სადაც გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

"შემოდგომის ფესტივალს" ანსამბლი "ივერია"- თეიმურაზ წიკლაური, მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, დათო აბულაძე, თემურ თათარაშვილი, გურამ ჯაში, ზურაბ კობეშავიძე კონცერტით დაასრულებს.

ახალციხის მერიამ, ფესტივალის მოსაწყობად ტენდერიც ხელახლა, 8 000 ლარზე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეული პრეტენდენტის მოვალეობაში ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ხუთი ფანჩატური, მაგიდა–სკამებისა და ბანერის მოწყობა იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, ტრადიციული მესხური კერძების მოსამზადებლად ოთხი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 70 კგ. ღორის სამწვადე ხორცი, 25 კგ. სახაჭაპურე ყველი, 5–ლიტრიანი მზესუმზირის ზეთი და 10 კგ. გარჩეული კაკალი უნდა შეეძინა.

გამარჯვებული შპს ,,კინგსი"–ს ვალდებულებაში შედის ასევე 30 კაცზე გათვლილი ოფიციალური ვახშმის მოწყობა სტუმრებისთვის.

| Print |