საზოგადოება
21–22 ოქტომბერს ახალციხეში იწვიმებს
21-22 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იწვიმოს. წვიმაა ნავარაუდევი ახალციხეში. კვირას – 21 გრადუსი, ხოლო ორშაბათს – 18 გრადუსია მოსალოდნელი ნალექთან ერთად.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე განმარტავს, 25 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესწილად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, 21–22 ოქტომბერს, შესაძლოა ცალკეულ რაიონში მცირე წვიმა, მათ შორის თბილისშიც.

აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 22–27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 20–25 გრადუსი, თბილისში – 22–24 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში ღამით შესაძლოა იყოს ყინვა, –1;–2 გრადუსი.
| Print |