საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების
გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 26-27 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4 – 5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
რაც შეეხება ახალციხეს, 24 – 27 ოქტომბრის ჩათვლით სავარაუდო პროგნოზი ასე გამოიყურება.
24 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი 9 – 18 გრადუსამდე გათბება,
25 ოქტომბერს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა 4 –19 გრადუსს მიაღწევს.
26 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ჰაერის ტემპერატურა 2– 7 გრადუსამდეა მოსალოდნელი,
27 ოქტომბერს ცვალებადი მოღრუბლულობა, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 1, დღისით 11 გრადუსს მიაღწევს.