საზოგადოება
,,შუქნიშნების შესაკეთებლად სპეციალისტს თბილისიდან ველოდებით" – გურამ მელიქიძე
,,ქალაქში შუქნიშნები პერიოდულად მუშაობს, რადგან აპარატი გადატვირთვას საჭიროებს, აქ კი სპეციალისტი არ გვყავს და თბილისიდან ველოდებით"

– აცხადებს ახალციხის ვიცე მერი გურამ მელიქიძე.

ახალციხის მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ შუქნიშნების პრობლემა ქალაქში რეალურად არსებობს.

,,მათ გადაპროგრამება და მეხსირების გადატვირთა ესაჭიროება. ამ ეტაპზე, შუქნიშნების სრულად ჩართვა მხოლოდ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ხდება".

როგორც ვიცე მერი აღნიშნავს, კვირის ბოლოს შუქნიშნების პრობლემა მოგვარებული იქნება.

ამისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას თბილისიდან უწევს სპეციალისტის ჩამოყვანა, რადგან ადგილობრივი სპეციალისტი ახალციხეს არ ყავს.


| Print |