საზოგადოება
,,ქალაქს პატრონი არ ჰყავს" – ახალციხელები დაზიანებული გზების გამო ჩივიან
,,მაღაზიაში რომ იყიდი ორ ლარიან საღებავს, რა თქმა უნდა ეგ არ გაჩერდება ასფალტზე“ – ახალციხის მოსახლეობა დაზიანებული გზების შესახებ ჩივის.

მალხაზ გაბოძეს მანქანა დღე–გამოშვებით სახელოსნოში დაყავს. ამბობს, რომ ქალაქის დაზიანებულ გზებთან ერთად საგზაო ნიშნებიც გადაშლილია, რის გამოც სამართალდამცველებთან კონფლიქტი არაერთხელ მოსვლია.

გზაზე გაჩენილი ორმოების გამო მძღოლები გადააგილებისას შექმნილი პრობლემების შესახებ ჩივიან, ამბობენ, რომ ავტომანქანები უზიანდებათ და ავტონაწილების ხშირი შეცვლა/შეკეთება უწევთ.

გადათხრილი სავალი გზისა და გადაშლილი საგზაო ნიშნების გარდა, ადგილობრივები არასწორად დახაზულ ზებრებსაც აპროტესტებენ.

ახალციხის ვიცემერი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს და მოსახლეობას შექმნილი პრობლემის მოგვარებას 2019 წლისთვის ჰპირდება. გურამ მელიქიძის განცხადებით, ამ დრომდე სავალი გზების მხოლოდ ორმული დამუშავება ხდებოდა, გამოცხადებული ტენდერით კი ახალი საფარის დაგება მოხდება.



ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,, საგზაო სამშენებლო სამმართველო №2“ ამ ეტაპზე ორი ქუჩის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის სულ 677 414 ლარია გამოყოფილი. როგორც, გურამ მელიქიძე აღნიშნავს, ქუჩების ორმული დამუშავება ნოემბრის თვისთვის დასრულდება. ვიცემერის განმარტებით, გზის საფარის დაგების შემდეგ გზებზე საგზაო ნიშნებსაც დაიტანენ.

| Print |