საზოგადოება
ადიგენში, ახალქალაქსა და ასპინძაში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ოქტომბერს, 14:30-დან 15:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 566 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში ვარხანი, ენთელი, შოლავერი, ღორძე და მიმდებარე სოფლებში.

14:30-დან 17:00 საათამდე 1 335 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფელბში ვაჩიანი, კუმურდო, ჩამდურა და მიმდებარე სოფლებში.

15:30-დან 18:30 საათამდე 241 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში თმოგვი, ნიალა, გავეთი, ვარძია, გოგაშენი და მიმდებარე სოფელბში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |