საზოგადოება
ახალციხეში თივა და საქონლის სადგომი დაიწვა
ქალაქ ახალციხეში, აბის დასახლებაში ხანძარი 25 ოქტომბერს, გვიან ღამით გაჩნდა.

ქუთაისის ქუჩაზე ცეცხლი ეკიდა პირუტყვის სადგომს და მასში შენახულ თივას. იყო იმის საშიშროება, რომ ხანძარი საცხოვრებელ სახლებზე გავრცელებულიყო. 

ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. 

დაიწვა პირუტყვის სადგომის სახურავი და თივის 100 პრესი. 

ხანძრის გამო, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
| Print |