საზოგადოება
ევროკავშირის ბაზარი და DCFTA-ს მნიშვნელობა
ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანის პერსპექტივებზე, დღეს მესამე სექტორისა და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს
დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენლები ესაუბრნენ.

ზრდასრულთა განათლების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა DCFTA-ს მნიშვნელობაზე, მიზანსა და მოსახლეობის ინფორმირებულობაზე იყო ორენტირებული.

DCFTA- ის პროექტის ფარგლებში 4 საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ DCFTA-ის ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა, ხოლო ძალაში 2016 წელს შევიდა. შედეგად 10 000-ზე მეტი პროდუქტი დაექვემდებარა სხვადასხვა სტანდარტებს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას DCFTA- ის შესახებ.


| Print |