საზოგადოება
#იმოქმედე სიმართლისთვის დღეს – პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე "#იმოქმედე სიმართლისთვის დღეს", სამოქალაქო აქტივისტებმა მცირე ზომის კარავი გაშალეს.

მათი თქმით, სამართალდამცავებმა კარვის გაშლის უფლება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ კარავი მცირე ზომისაა და არ შეიცავს რკინის კონსტრუქციას.

გიგა მაქარაშვილის თქმით, ზაზა სარალიძეს სისტემა დასცინის:

ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება შევიკრიბოთ თავისუფლად, გვაქვს მანიფესტაციის მოწყობის უფლება, კარვის გაშლის უფლება, ეს არის აბსოლუტურად კანონიერი საქციელი და ამ კანონიერი ქმედების შესრულებისას, ზაზა სარალიძეს მოუწყვეს პროვოკაცია. მან ათთვიანი ემოციური ფონის გათვალისწინებით, ვეღარ გაუძლო პროვოკაციას და ის პოლიციელს ხელით შეეხო, რომლის გამოც, ახლა დაკავებულია. ჩვენ ვითხოვთ, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მისი ემოციური ფონი და სისტემისგან დაცინვა, რადგან ზაზა სარალიძე აუცილებლად უნდა იდგეს იქ, სადაც იდგა ამ 10 თვის განმავლობაში და იცავდა თავისი შვილის სახელს, ღირსებას და მის სულს“, - უთხრა გიგა მაქარაშვილმა რადიო თავისუფლებას.

პარლამენტის წინ გაშლილ მცირე ზომის კარავში იმყოფება კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე: „აქ ისე ჩანს, თითქოს ჩვენ ზაზა სარალიძეს ვუჭერთ მხარს. თუმცა, მე მგონია, რომ სარალიძე გვიჭერს თავად მხარს და იცავს ის ჩვენ შვილებს. სარალიძის შვილი მკვდარია, მას ახლა ჩემი და თქვენი შვილები ჰყავს დასაცავი. ეს არის კანონიერი ქვეყნის ნგრევა, რითიც ჩვენ ჩვენი შვილების სიცოცხლეს ვაყენებთ საფრთხის ქვეშ. დღეს ზაზა სარალიძე გამოიყვანეს წყობიდან და მას მოუწია იმის გაკეთება, რაც გააკეთა და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამას გაითვალისწინებს და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს“.

რადიო ,,თავისუფლების" ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს. ის და მისი თანამოაზრეები წვიმისგან დასაცავი კონსტრუქციის გაშლას ცდილობდნენ, რისი შესაძლებლობაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „რუსთაველის გამზირზე, რკინის ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.“

შსს-ს ცნობითვე, „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ზაზა სარალიძე 50 დღეა, რაც პარლამენტის შენობის წინ აქციებს მართავს სახელწოდებით „მამები სიმართლისათვის“
. მასთან ერთად მართავს აქციებს პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ახალციხეში მეურნეობას ყიდის.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ახალციხეში მეურნეობას ყიდის.
11:04 / 22.01.2019
გაზიფიცირებიდან დღემდე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ახალციხეში 4 ადამიანი გარდაიცვალა, 15–მდე კი მოიწამლა.
გაზიფიცირებიდან დღემდე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ახალციხეში 4 ადამიანი გარდაიცვალა, 15–მდე კი მოიწამლა.
23:56 / 21.01.2019
საქართველოში დღეს დღის საათებში გამოიდარებს, 19 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელია.
საქართველოში დღეს დღის საათებში გამოიდარებს, 19 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელია.
10:34 / 18.01.2019
Facebook
კვირის პოპულარული
რამაზ ნოზაძეს მოგებული ავტომობილი არ გადასცეს
15:31 / 16.01.2019
ახალციხელმა რამაზ ნოზაძემ „კრისტალბეთის“ გათამაშებაში მოგებული TOYOTA prado ვერ მიიღო.
დიზაინერობიდან არქიტექტორობამდე და პირიქით
22:36 / 16.01.2019
მუშაობას საღამოს იწყებს, როცა სამსახურიდან ბრუნდება. არქიტექტორის ხელსაწყოებს გვერდზე დებს და მრავალფუნქციურ საკერვ მანქანას მიუჯდება.
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
იორმუღანლოელი ელმირა მუსაევა უკვე მესამე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნარიანის საძოვრებზე ოჯახთან ერთად მოდის.
სრულად
22:14 / 26.07.2018
დოკუმენტური ფილმი
Phatman sews a blanket for a neighbor. She starts attaching a thread from the center and takes it slowly towards edges to fix equally distributed wool. Advantage of such method of sewing a blanket has been proved over years.
სრულად
19:00 / 18.01.2019
ახალი ამბები სომხურ ენაზე
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე -6 - 6 °C
img
ახალქალაქი -11 - -1 °C
img
ასპინძა -9 - 3 °C
img
ადიგენი 6 - 12 °C
img
ბორჯომი -6 - 7 °C
img
თბილისი -2 - 8 °C
img
აბასთუმანი -8 - 1 °C
img
ბაკურიანი -8 - -2 °C
img
ნინოწმინდა -11 - -1 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0233
TRY
TRY
1
0.4966
USD
USD
1
2.6611
RUB
RUB
100
3.9996
კალენდარი
დონორები