საზოგადოება
ზეკარის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თოვლისა და ქარბუქის გამო, ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ60-კმ75 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.
| Print |