საზოგადოება
სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი 2,8 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ 7 ნოემბრისთვის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი 2.7656 ლარი ღირს, ხოლო ევრო 3.1386 ლარი.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7656 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7524 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0132 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1766 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1386 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.038 ლარი შეადგინა.

7 ნოემბრის მონაცემებით კომერციულ ბანკებში დოლარის და ევროს ფასი შემდეგია:

საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარი 2.8000 ლარი ღირს, ევროს შეძენა კი 3.2290 ლარად არის შესაძლებელი.

თიბისი ბანკში 1 აშშ დოლარის ფასი 2.7990 ლარია ერთ ევრო კი 3.2340 ლარი ღირს.

ლიბერთი ბანკის მონაცემებით კი 1 აშშ დოლარი 2.7940 ხოლო 1 ევრო 3.2190 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |