საზოგადოება
ახალციხეში ფოთლების ქუჩაში დაწვას მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს
ქალაქ ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე ადგილობრივები ფოთლებს წვავენ.
ფოტო კვამლით შეწუხებულმა მოქალაქემ მოგვაწოდა. მისი თქმით, ეზოში მოგროვებულ, ცეცხლმოკიდებულ ფოთლებს, თითქმის ყოველ დღე, ქალაქის სხვადასხვა უბანში წვავენ.

ნარჩენების მართვის კოდექსით, ფოთლების ამ ფორმით დაწვა აკრძალულია.

გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ თუ ფაქტს დააფიქსირებენ, პირი ადმინისტრაციული წესით, 200 ლარით დაჯარიმდება.

უწყებაში განმარტავენ, რომ რეაგირებას ცხელ ხაზზე (153) შესული შეტყობინების საფუძველზე ახდენენ. გარდა ამისა, ფოთლების წვის შემთხვევების აღმოჩენა, ჯგუფის პატრულირების დროს ხდება. ამ შემთხვევაში მოქალაქის მიმართ ოქმი დგება, რომლის საფუძველზეც მოსამართლე სანქციას განსაზღვრავს.
| Print |