საზოგადოება
ბორჯომში, ბაკურიანსა და ახალქალაქში, დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს, 11:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2 250 აბონენტს ბაკურიანში და ბორჯომის რაიონის სოფლებში საკირე, ტაძრისი, დვირი, ქვაბისხევი, ზორეთი და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 14:00 საათამდე 1 859 აბონენტს ახალქალაქში თამარ მეფის, ენგელსის, კ. მარქსის, ჯავახეთის, ცეტკინის, დემირჩიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |