საზოგადოება
ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 711 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ტურცხი, ბურნაშეთი, ღადოლარი, ლომატურცხი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე 2 484 აბონენტს ახალციხისა და ადიგენის რაიონის სოფლებში საყუნეთი, წახანი, მუგარეთი, ქიქინეთი, საღრძე და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:30 საათამდე 303 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ხიზაბრავა, ნიჯგორი, სარო და მიმდებარედ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |