საზოგადოება
ვალელების ეზო-კარი კანალიზაციის წყლით იტბორება
ქალაქ ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე კანალიზაციის წყალი ღიად მიედინება.
მოსახლეობა რამდენიმე წელია დახმარებას ყველა უწყებისგან ითხოვს, თუმცა 150 მეტრიანი მონაკვეთი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

რამდენიმე წელია ნაზიკო მელქონიანი ქუჩაზე წყლის დონეს დღეში რამდენჯერმე ამოწმებს. კანალიზაციის წყალი მისი სახლის წინ მიედინება და ეზოსაც ტბორავს. ხანშიშესული ქალი იძულებულია, კალაპოტი თოხით გაწმინდოს.


ნაზიკო მელქონიანი, ვალეს მკვიდრი

„ბოლო ხუთი წელია წყალმა მოიმატა. ამ ხნის განმავლობაში ყველას შევჩივლე, მაგრამ თქვენს მეტი არავინ მოსულა. არჩევნების დროს მოვიდნენ, ნახეს, რა ცუდ დღეში ყოფილხარო და წავიდნენ. პასუხს არავინ მცემს. მერიაში განცხადება კიდევ ერთხელ დავწერე ამ დღეებში, მითხრეს მოვალთო, მაგრამ ჯერ არავინ გამოჩენილა“, - გვითხრა ნაზიკო მელქონიანმა და სახლში შეგვიპატიჟა.

ხუთი წელია მარტოხელა ქალი სარდაფში ბოსტნეულსა და ზამთრისთვის გამზადებულ კომპოტებს ვეღარ ინახავს. სათავსო წყლით არის სავსე.



„ჩემი სახლი წყალშია. ოთახში სიცივე და ნესტია. აქ ცხოვრება როგორ შეიძლება? ეზოში მოსავალი ვერ მომყავს, სულ დატბორილია. წელს კარტოფილი დავთესე, მაგრამ სულ დალპა“, - გვეუბნება მარტოხელა ქალი.

სახლამდე მისასვლელად გზაზე მუდმივად მომდინარე საკანალიზაციო წყალში გატოპვა უწევს ვიტალი კაპანაძეს.

„ზამთარში ქუჩა იყინება და გარეთ ვეღარ გამოვდივარ. ზაფხულში კიდევ უფრო ბევრი წყალი მოდის, მთელ ქუჩას ფარავს და საშინელი სუნია“ - ამბობს ვიტალი კაპანაძე, რომლის სახლი და ეზოც არაერთხელ დაიტბორა.


ვიტალი კაპანაძე და ნაზიკო მელქონიანი, მაჭარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები

საკანალიზაციო წყლისთვის არხის გაკეთება თოხით უწევს გოჩა მახათაძეს. ის იძულებულია, მისი სახლის წინ დატბორილი ეზო გაასუფთაოს.

„წყალი ეზოში გადმოდის. მოვდივარ თოხით და ვწმენდ, არხს ვაკეთებ რომ აღარ დაიტბოროს აქაურობა. სუნით ვწუხდებით, განსაკუთრებით ზაფხულში“ - ამბობს გოჩა მახათაძე.

მაჭარაშვილის ქუჩაზე, დატბორვის გამო, მანქანები ვეღარ გადაადგილდებიან. მოსახლეობას საკანალიზაციო წყალი ბევრ პრობლემას უჩენს.



ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ვიდრე ყველაფერი კაპიტალურად შეკეთდება, პრობლემის მარტივად გადაწყვეტა, გზის გაჭრით და ერთი საკანალიზაციო მილის ჩადებით შეიძლება.

წყალი ზედა დასახლებიდან მოდის და ქუჩის ბოლოს, საკანალიზაციო ჭაში ჩაედინება. ვალელების მტკიცებით, საკანალიზაციო არხი სკოლის წინ გადიოდა, თუმცა ადმინისტრაციამ სანიაღვრე გააუქმა და წყალმაც გზაზე დაიწყო დინება. ბინძურ წყალს ვალეს #3 საჯარო სკოლის საწვიმარი მილის წყალიც ემატება.


მაჭარაშვილის დატბორილი ქუჩა

სომხური სკოლის ეზოში ამოთხრილი ორმო წყლით სავსეა. სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ სასმელი წყლის მილი გასკდა და წყალმომარაგების კომპანია მის შეკეთებაზე დღეებია მუშაობს.

„ორმოში 4-5 ტონა წყალია. მაგას რომ გავუშვებ, ნახევარი სკოლის საძირკველში ჩავა და ნახევარი ნაზიკო მელქონიანის სახლში“, - გვეუბნება სანასარ გალუსტიანი.



მაჭარაშვილის ქუჩის მოსახლეობის გასაჭირი იცის ვალეში მერის წარმომადგენელმა. გაიოზ ბარბლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისას კანალიზაციის ღია არხი დახვდათ, ამ წლების განმავლობაში კი, პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა.

„შესწავლილი გვაქვს. ვფიქრობ, მომავალ წელს გავაკეთებთ. ეგ წყალი უნდა მოვაშოროთ, მანდ არ უნდა ჩადიოდეს. მაგრამ აქ არის გრუნტის წყლებიც. სკოლის ეზოშიც ამოდის და მეზობლებთანაც. მანდ წყლის მილებიც გადის, ეგ მილები შესაცვლელია, ხელს გვიშლის სამუშაოებში. როგორც ვიცით, შეიცვლება მილები და კანალიზაციის პრობლემასაც მოვაგვარებთ. მანდ გზაზე ასფალტიც დაიგება“, - გვითხრა გაიოზ ბარბლიშვილმა.



ადგილობრივ ხელისუფლებას ხუთი წელი დასჭირდა გაუქმებული სანიაღვრე არხის ხელახლა გაჭრის გადაწყვეტილება რომ მიეღო. ელიოზ ბარბლიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის მთავარი პრობლემა 2019 წელს გადაიჭრება.

ვალის წარმომადგენლისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ თვითმმართველობაში. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მაჭარაშვილის ქუჩა არა კანალიზაციით, არამედ გრუნტის წყლებით იტბორება. ამ პრობლემას კი ადგილობრივი ხელისუფლება ვერ მოაგვარებს.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ დატბორილი მაჭარაშვილის ქუჩის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. რეგიონის ფილიალის მენეჯერის ბესიკ ფილაურის თქმით, სპეციალისტები მდგომარეობას შეისწავლიან.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში დიდი და პატარა სამსარი.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში დიდი და პატარა სამსარი.
18:05 / 10.12.2018
ვებგვერდს, რომელზეც სესხების განულებაზე მოქალაქეთა მონაცემები აიტვირთება, vali.ge ერქმევა.
ვებგვერდს, რომელზეც სესხების განულებაზე მოქალაქეთა მონაცემები აიტვირთება, vali.ge ერქმევა.
16:31 / 10.12.2018
ახალციხის მერიის მიერ, საახალწლოდ პატარებისთვის დასარიგებელი ტკბილეულის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, არ შედგა.
ახალციხის მერიის მიერ, საახალწლოდ პატარებისთვის დასარიგებელი ტკბილეულის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, არ შედგა.
11:41 / 10.12.2018
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ.
14:45 / 09.12.2018
თბილისში მცხოვრებმა სტუდენტმა კარინე ბაგირიანმა ქუჩაში 37 ათასი ამერიკული დოლარი იპოვნა და პოლიციაში მიიტანა.
თბილისში მცხოვრებმა სტუდენტმა კარინე ბაგირიანმა ქუჩაში 37 ათასი ამერიკული დოლარი იპოვნა და პოლიციაში მიიტანა.
19:00 / 08.12.2018
Facebook
კვირის პოპულარული
კარინე ბაგირიანმა ქუჩაში ნაპოვნი თანხა მფლობელს დაუბრუნა
19:00 / 08.12.2018
თბილისში მცხოვრებმა სტუდენტმა კარინე ბაგირიანმა ქუჩაში 37 ათასი ამერიკული დოლარი იპოვნა და პოლიციაში მიიტანა.
ავარია ადიგენში მსხვერპლით დასრულდა
20:29 / 05.12.2018
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან 1956 წელს დაბადებულ ნ.ჭ.–ს მანქანა დაეჯახა. ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
იორმუღანლოელი ელმირა მუსაევა უკვე მესამე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნარიანის საძოვრებზე ოჯახთან ერთად მოდის.
სრულად
22:14 / 26.07.2018
ახალი ამბები სომხურ ენაზე
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე 1 - 8 °C
img
ახალქალაქი -1 - 3 °C
img
ასპინძა 0 - 11 °C
img
ადიგენი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 0 - 8 °C
img
თბილისი 1 - 9 °C
img
აბასთუმანი -2 - 6 °C
img
ბაკურიანი -3 - 2 °C
img
ნინოწმინდა -1 - 3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
RUB
RUB
100
3.9852
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456