საზოგადოება
ასპინძაში, ბორჯომში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დენი გაითიშება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბერს, 11:00-დან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 303 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ხიზაბრავა, სარო და ნიჯგორი.

11:00-დან 18:00 საათამდე 2 580 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ტურცხი, ღადოლარი, გორელოვკა, სირკვა და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:00 საათამდე 993 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი, დვირი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |