საზოგადოება
ბორჯომს ორი დასუფთავების მანქანა შეემატა
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ორი სრულიად ახალი დასუფთავებისა და ერთი ერთეული მრავალფუნქციური ქუჩების საწმენდი მანქანა შეიძინა.

ერთი დასუფთავების მანქანა ბორჯომს და მის სოფლებს, ხოლო მეორე დაბა ბაკურიანს მოემსახურება.

ახალი მანქანები ვიწრო ქუჩებისთვისაა განკუთვნილი და ამიერიდან კვირაში ერთის ნაცვლად 3-ჯერ მოემსახურება ადგილობრივებს. 

ქუჩების მტვრისაგან გაწმენდასა და მორეცხვას კი ახალი სპეც- მანქანა უზრუნველყოფს, ის ასევე ადგილზე მოახდენს სანაგვე ბუნკერებს რეცხვა-დეზინფექციას.



ახალი ტექნიკისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 583 000 ლარი გაიხარჯა.

უახლოეს დღეებში მუნიციპალურ ავტოპარკს სამი ავტობუსი დაემატება. ჯამში წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 5 ერთეული სრულიად ახალი ავტობუსი იქნა შეძენილი.
| Print |