საზოგადოება
ბორჯომში 60 წლის ქვეითს მანქანა დაეჯახა
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა.
შემთხვევა 16 ნოემბერს, დაახლოებით ცხრა საათისთვის, ბორჯომის#1 საბავშვო ბაღთან მოხდა.

დაშავებული ფეხით მოსიარულე, ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის ფილიალში გადაიყვანეს.

60 წლამდე ბორჯომელი მამაკაცი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.
| Print |