საზოგადოება
გერმანიის ელჩი ახალციხის ზრდასრულთა განთლების ცენტრს ესტუმრა
გერმანიის ელჩი ახალციხეში, ზრდასრულთა განათლების ცენტრში იმყოფებოდა.
ჰუბერტ ქნირშმა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესდა.

გერმანიიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაცია (DVV ინტერნეიშენელი) ზრდასრულთა განათლების ცენტრებს განვითარებაში ეხმარება.

მსგავსი პრაქტიკა გერმანიაში უკვე 200 წელია არსებობს. მსოფლიოს მასშტაბით 40 ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა, სადაც 10 ასეთი ცენტრია გახსნილი.

ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი უკვე 15 წელია ფუნქციონირებს.

აქ ნებისმიერ პირს შეუძლია, რომ გადამზადდეს, დაეუფლოს ხელობას და დასაქმდეს. ზრდასრულთა განთლების ცენტრების მიზანს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს.

| Print |