საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ადიგენში, ახალქალაქში, ბორჯომსა და ასპინძაში, აბონენტებს ელექტორენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბერს 11:30-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში მლაშე, ზარზმა, ჭელა, კეხოვანი, კიკიბო და მიმდებარე სოფლებში.

11:35-დან 18:30 საათამდე ახალქალაქის რაიონის სოფლებში იხტილა, კოჩიო, ალათუმანი, აგანა და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 14:00 საათამდე ბორჯომში რუსთაველის, ინაურის, ანდრია პირველწოდებულის, ბესიკის და მიმდებარე ქუჩებზე.

14:00-დან 15:00 საათამდე ბორჯომის რაიონის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა და მიმდებარედ.

14:00-დან 16:00 საათმდე ასპინძის რაიონის სოფლებში ნაქალაქევი, მირაშხანი, ფანაქეთი, ყარაბულაღი, ვარძია, გიორგიწმინდა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |