საზოგადოება
ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ჯავახეთში გასუფთავებულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


| Print |