საზოგადოება
ახალციხეში შეჭირვებულებისთვის ტანსაცმლის კარადები დადგეს
"ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ აიღეთ" - ამ წარწერით და თბილი ტანსაცმლით, კარადა ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის #47 დადგეს. მსურველებს შეუძლიათ თბილი ტანსაცმელი, სურსათი მიიტანონ და დაეხმარონ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება.

პირველი კარადა ახალციხეში ასოციაცია "ტოლერანტის" დირექტორმა, ოფისის გვერდით დადგა. 

ცირა მესხიშვილი ფეისბუქში წერს, რომ კარადისთვის მეორე ადგილიც შერჩეულია. 

აქციამ "გააზიარე სითბო" სრულიად საქართველო მოიცვა. სოციალური კამპანია მიზნად ისახავს გაჭირვეული ადამიანების დახმარებას.
| Print |