საზოგადოება
,,სიკეთე გადამდებია" – მეხუთე სკოლის მოსწავლეები სოციალურ აქციას შეუერთდნენ
მეხუთე საჯარო სკოლის მეხუთე დ კლასის მოსწავლეები საქველმოქმედო აქციას ,,ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ აიღეთ“ შეუერთდნენ. 

რუსთაველის #47-თან მდგარი კარადა თბილი ტანსაცმლითა და სათამაშოებით თავიდან შეავსეს.

,,გრძელფეხა მამილო“-ს წაკითხვის შემდეგ ეს ინიციატივა გაჩნდა, სადაც მთავრი პერსონაჟი ჯერუშა ებოტია, რომელიც ობოლთა თავშესაფარში ცხოვრობს. ჩვენი იდეაც აქედან წარმოიშვა, რომ შეჭირვებული ადამიანებისთვის თბილი ტანსაცმელი და სათამშოები მოგვეტანა“ - ამბობს მეხუთე კლასელი ნიკა ტაბატაძე.

სიკეთე გადამდებია! - მსაგავსი სახის ტრანსფარანტებით მეხუთე კლასელები ადგილობრივ გამვლელებს აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ.

სოციალურ აქციას ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაცია ოთხი დღის წინ ,,ტოლერანტი“ შეუერთდა.

ცირა მესხიშვილმა კარადა წარწერით ,, ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ აიღეთ“ ქუჩაში დადგა.

კარადა თბილი ტანსაცმლით გაავსეს და ყველას, ვისაც სითბოს გაზიარება სჭირდება მოუწოდებენ, რომ მივიდნენ და უსასყიდლოდ მიიღონ.

საქველმოქმედო აქცია თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე დაიწყო. ახალგაზრდა მეგობრებმა ქუჩაში ხის კარადა სოციალურად დაუცველებისთვის დადგეს.

იდეას მთელი საქართველოს მასშტაბით შეუერთდნენ, უბნებსა და ქუჩებში კარადები თბილი ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტებით გაჩნდა.

გადაიღეს მოწოდებითი ვიდეოები და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

| Print |