საზოგადოება
10 დეკემბრიდან ადამიანის უფლებათა კვირეული იწყება
ევროკავშირი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა კვირეულს იწყებს.

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ღონისძიებას გახსნიან. 

წელს, ადამიანის უფლებათა კვირეულის საკომუნიკაციო კამპანია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება.

ადამიანის უფლებათა კვირეული მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, რაც აერთიანებს საქართველოს საზოგადოების ყველა სექტორს ადამიანის უფლებების თემაზე დისკუსიების, დებატების და აქტივობების გამართვის ხელშეწყობის მიზნით.
| Print |