საზოგადოება
საახალწლო ტკბილეულისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა
ახალციხის მერიის მიერ, საახალწლოდ პატარებისთვის დასარიგებელი ტკბილეულის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, არ შედგა.

ტენდერი ახალციხის მერიამ 27 ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო და შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. ტკბილეულის შესაძენად იგივე თანხაზე - 10 188 ლარზე ელექტრონული ტენდერი ხელახლა 6 დეკემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 14 დეკემბერს სრულდება.

დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ 759 კგ. რამდენიმე სახის შოკოლადი, ვაფლის ნამცხვარი და სხვადასხვა ტკბილეული უნდა შეიძინოს. ამავე თანხაში გათვალისწინებულია 792 კგ. შაქრის შესყიდვა, რომელსაც სასურსათო პაკეტებთან ერთად მოსახლეობას დაურიგებენ.

უკვე დასრულებულია საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების და მორთულობებისთვის გამოცხადებული ტენდერები.
| Print |