საზოგადოება
ახალციხეში ფოკუს ჯგუფების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება
ადგილობრივ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის და ინფორმირებულობის კვლვის შედეგებს, ახალციხეში საზოგადოებას გააცნობენ.
შეხვედრას ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 12 დეკემბერს, 16:00 საათზე, „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ გამართავს. მისამართი: ქ. ახალციხე, მანველიშვილის ქუჩა N19.

ფოკუს ჯგუფები ახალციხის მუნიციპალიტეტში 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ,,სამცხე-ჯავხეთის მედია ცენტრის’’ ორგანიზებით ჩატარდა.

კვლევა მიზნად ისახავდა ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთას, უფრო კონკრეტულად, ადგილობრივ პროცესებში მოქალაქეთა ინფორმირებულობის და ჩართულობის მექანიზმების შესწავლას.

აღნიშული კვლევა „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ (SJMC) პროექტის _ „ღია და ეფექტური მმართველობისათვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) დაფინანსებით ახორციელებს.
| Print |