საზოგადოება
,,გააზიარე სითბო" - სოციალურ აქციაში ასპინძა ჩაერთო
სოციალურ აქციას “გააზიარე სითბო” - ასპინძის მოსახლეობაც შეუერთდა.

დაბაში კულტურის სახლის შენობის წინ დაიდგა კარადა წარწერით – „ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ აიღეთ“.

აღნიშნული აქციის ფარგლებში გაჭირვებული და მიუსაფარი ადამიანების დახმარების მსურველებს ტანსაცმლისა და სურსათის დატოვება შეუძლიათ.

მთელი საქართველოს მასშტაბით დაწყებულ აქციას, დეკემბრის დასაწყისში, ახალციხეც შეუერთდა.

მეხუთე საჯარო სკოლის მეხუთე დ კლასის მოსწავლეები საქველმოქმედო აქციაში ,,ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ აიღეთ“ ჩაერთვნენ.

რუსთაველის #47-თან მდგარი კარადა თბილი ტანსაცმლითა და სათამაშოებით თავიდან შეავსეს.

საქველმოქმედო აქცია თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე დაიწყო. ახალგაზრდა მეგობრებმა ქუჩაში ხის კარადა სოციალურად დაუცველებისთვის დადგეს.

იდეას მთელი საქართველოს მასშტაბით შეუერთდნენ, უბნებსა და ქუჩებში კარადები თბილი ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტებით გაჩნდა.

გადაიღეს მოწოდებითი ვიდეოები და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ფოტოებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
| Print |