საზოგადოება
ადგილობრივ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის კვლევა ახალციხეში საზოგადოებას გააცნეს
ადგილობრივ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის და ინფორმირებულობის კვლვის შედეგები, ახალციხეში საზოგადოებას გააცნეს.

შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა. მას სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ფოკუს ჯგუფების კვლევა ახალციხის მუნიციპალიტეტში 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა.

კვლევა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გამოკვეთას, თვითმმართველობისა საქმიანობაში მოქალაქეთა ინფორმირებულობის და ჩართულობის მექანიზმების შესწავლას.

კვლევების შედეგების შესწავლის შემდეგ, პროექტის ავტორები რამდენიმე მიმართულებით იმუშავებენ, რათა საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში უფრო გაიზარდოს.

აღნიშული კვლევა „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ (SJMC) პროექტის _ „ღია და ეფექტური მმართველობისათვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) დაფინანსებით ახორციელებს.

| Print |