საზოგადოება
ახალციხელმა რამაზ ნოზაძემ ავტომობილი მოიგო
ახალციხელი რამაზ ნოზაძე TOYOTA prado-ს მფლობელი გახდა.
2018 წლის LAND CRUISER-ი 28 წლის მამაკაცმა კრისტალბეთის გათამაშებაში, 15 დეკემბერს მოიგო.

„არასდროს არ ველოდი მოგებას და არც გათამაშებას ვადევნებდი თვალს. როცა დამირეკეს, მეგონა ჩემი მეგობარი მეხუმრებოდა. როცა ტელევიზორი ჩავრთე ცუდად გავხდი . დღეს ნელ-ნელა ვწყნარდები”, - გვიყვება რამაზ ნოზაძე.

ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი თავად არ ჰქონდა.

“ასეთ მანქანაზე არც მიოცნებია, რადგან არარეალური იყო რომ ეს მეყიდა. ძალიან მომწონს”, - გვითხრა გამარჯვებულმა.

მოგებულ ავტომობილს სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გადასცემენ.

| Print |