ახალციხეს საახალწლოდ რთავენ. ძველი და ახალი განათებები დამონტაჟდა ცენტრალურ პარკში, მიხეილ თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერსა და 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ სკვერში.
საახალწლო განათებებით ქალაქში სულ 13 სკვერი მოირთვება. აქსესუარები დამონტაჟდება სოფლებში - ვალე, სხვილისი, წყალთბილა, აწყური, აგარა, წნისი, მინაძე და მუსხი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ 16 413 ლარის საახალწლო განათებები შეიძინა.
26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურად 2-საათიანი კონცერტი გაიმართება ქალაქ ახალციხის ცენტრალურ პარკში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.
ახალციხის მერია საახალწლოდ სულ 46 000 ლარამდე ხარჯავს.