საზოგადოება
ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ახალი წლის მთავარი სიმბოლო, ახალციხის ცენტრალურ პარკში, დღეს, 25 დეკემბერს, საზეიმოდ აინთო.

განათებებით მოირთო ქალაქის ცენტრალური უბნები და 15 ადმინისტრაციული ერთეული.

ნაძვის ხის გარშემო მაყურებლის განწყობაზე მომღერლებმა და თოვლის ბაბუამ იზრუნეს. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.




განათებებით ქალაქში სულ 13 სკვერი მოირთვება. აქსესუარები დამონტაჟდება სოფლებში - ვალე, სხვილისი, წყალთბილა, აწყური, აგარა, წნისი, მინაძე და მუსხი.

26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურად ორსაათიანი კონცერტი ქალაქ ახალციხის ცენტრალურ პარკში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება.



ღონისძიების პარალელურად პარკის ტერიტორიაზე საახალწლო ბაზრობა გაიმართა. ახალციხეში მოქმედმა ორგანიზაციებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განათებებისთვის 16 413 ლარი, ხოლო წინასაახალწლოდ სულ 46 000 ლარამდე დახარჯავს.

| Print |