საზოგადოება
ახალციხეში პლასტმასისთვის განკუთვნილი ორი ურნა დადგეს
პირველად, ახალციხეში ზრდასრულთა განათლების ცენტრში პლასტმასის გადამამუშავებელი დანადგარი ამუშავდება.


დემოკრატ მესხთა კავშირის, დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროექტ (FID-ის), ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ინიციატივითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქალაქში მხოლოდ პლასტმასისთვის განკუთვნილი ორი ურნა განთავსდა.

რაბათისა და ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას საშულება ექნება ნარჩენების სეპარირება მოახდინოს.

ადვოკატირების კამპანიის გზით, პროექტის ათმა აქტიურმა ახალგაზრდამ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან ნებართვა მიიღო ადგილის გამოყოფაზე და იდეაც რეალობად იქცა.

ახალგაზრდების ძირითად მიზანს გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა წარმოადგენს. ისინი მოსახლეობას ქალაქის ზრუნვისკენ მოუწოდებენ.


| Print |