საზოგადოება
საახალწლო მორთულობა ახალციხეში
ახალციხის ქუჩები წინასაახლოდ შპს "კეთილმოწყობის" სამსახურმა მორთო. მეორადი განათებები თბილისიდან ჩამოიტანეს, დიზაინი კი მერიასთან შეთანხმდა.

მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ახალციხის ცენტრალურ პარკშია განთავსებული, საზეიმოდ 25 დეკემბერს აინთო. 



ახალი წლის მთავარ სიმბოლოს სხვადასხვა დეკორაცია ამშვენებს.



ახალციხის საახალწლო განათება ცენტრალურ პარკში ასე გამოიყურება.



ხელოვნური ნაძვის ხე თოვლის ბაბუასთან ერთად.



საახალწლო განათებებით ცენტრალური ქუჩაა მორთული.



საახალწლო განათებებით შექმნილი ნაძვის ხეები, რომლებიც ახალციხის სკვერებში განათავსეს, ხელოვნურია.



ახალციხის ცენტრალურ პარკში საახალწლო ბაზრობისთვის დახლები დადგეს. 



სკვერში ანგელოზების, ირმების, თოვლის ბაბუებისა და ეტლის დეკორაციებია განთავსებული. უცნაური ფორმის დეკორაციებს ქალაქის თითმის ყველა ქუჩაზე ნახავთ.



წინასაახალწლოდ, ცენტრალურ პარკში 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურად ორსაათიანი კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება. 

| Print |