საზოგადოება
ახალციხეში საახალწლო განათებები დაზიანდა
ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქალაქ ვალეში, სადისტრიბუციო მანქანებმა საახალწლო განათებები დააზიანეს.
შპს ,,კეთილმოწყობის" სამსახურის მთავრი სპეციალისტის ირაკლი კურტანიძის თქმით, სატვირთო მანქანები ქალაქში განათებებს აზიანებენ და მათი შეკეთება ხელახლა უწევთ.

,,გუშინ წინაც მოხდა და გუშინაც, სიცივის მიუხედავად, მთელი ღამე გვიწევს მუშაობა" - ამბობს ირაკლი კურტანიძე.

კოსტავას ქუჩაზე დაზიანებულ განთებებს 28 დეკემბერს, საღამოს აღადგენენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საახალწლო მორთულობების დამონტაჟება ამ დრომდე მიმდინარეობს. წყალთბილა, სხვილისი და აგარა - ეს ის სოფლებია, რომლებსაც განათებებითა და აქსესუარებით რთავენ.

| Print |