საზოგადოება
,,ლოკოკინას ვეძებთ გლერძის ძირებში" – იმედა ასპანიძე
საქართველოში ფიქრობენ, რომ მესხეთში ლოკოკინისგან მომზადებული კერძების ჭამა ფრანგი მისიონერების შემოსვლის შემდეგ დაიწყეს.

ისტორიკოსი გიორგი ბერიძე ამტკიცებს, რომ ეს „გაცვეთილი სტერეოტოპია“. 

„ყინვა რომ დაიჭერს“ მესხეთში ლოკოკინების სეზონი დგება და „პირველ დაქუხებამდე“ მისგან სხვადასხვა კერძი, მათ შორის ხინკალი მზადდება.

გვიანი შემოდგომიდან - ადრე გაზაფხულამდე ლოკოკინები იძინებენ და მოსახლეობა მათ მიწაში ეძებს.



ეს საკმაოდ შრომატევადი საქმე ზოგჯერ უშედეგოდაც მთავრდება.

ერთი კილო ლოკოკინის კერძის მოსამზადებლად 150 ცალი მოლუსკია საჭირო, ამდენის მოძებნა კი მარტივი არ არის.

| Print |