საზოგადოება
შსს მოქალაქეებს აფრთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების - ქარბუქისა და ნამქერების გამო, ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

კერძოდ, აღნიშნული გზის გარკვეულ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის, ასევე, 30-ზე მეტი ადგილის მქონე ავტობუსების მოძრაობა. სხვა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.

უამინდობის გამო, ასევე, შეზღუდულია მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე, წალკა- ნინოწმინდის გზაზე.
| Print |