საზოგადოება
გრიპის ვირუსის გამო კლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დილის 10-დან საღამოს 22 საათამდე იმუშავებს.

ხოლო 8 იანვრიდან პაციანტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

• შპს "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუას ქ. N 18.

• შპს "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელის ქ. N19.

• შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.

• შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.

• შპს "მედკაპიტალი-სამგორი" მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მარინა დარახველიძის თქმით, დღეისათვის სეზონურ გრიპთან მიმართებაში საშუალო სიმძიმის მდგომარეობაა, მიმართვიანობა არა ზრდის არამედ კლების ტენდენციით ხასიათდება.
| Print |