საზოგადოება
სოფელ აბასთუმნის მკვიდრი, თბილისში, ღორის გრიპით გარდაიცვალა
სოფელ აბასთუმნის მკვიდრი, 25 წლის ოთარ ჩილაშვილი H1N1 ვირუსით, იგივე ღორის გრიპით, თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს, 7 იანვარს, გარდაიცვალა.

ოჯახი გარდაცვალების მიზეზად დაგვიანებულ მკურნალობას ასახელებს.

მედიკოსების ინფორმაციით, ახალგაზრდა პაციენტმა საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომაროება გრიპის ვირუსის ფონზე დამძიმდა.

ოჯახი, 25 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს. მათი თქმით, ახალგაზრდა კლინიკაში დროულად მიიყვანეს, თუმცა მას სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარდა.

ახალგაზრდა ფილტვების ანთებით, თბილისში, 29 დეკემბერს გადაიყვანეს. ამ დროისათვის გარდაცვლილის გადმოსვენება მიმდინარეობს.
| Print |