საზოგადოება
ახალციხის მერია ცხოველების თავშესაფრის ნაჩუქარ პროექტზე უარს ამბობს
ახალციხის მუნიციპალიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ნაჩუქარ პროექტს არ გამოიყენებს.

მერის განმარტებით, ნაჩუქარი პროექტი 40 ცხოველზე იყო გათვლილი და ახალი შენობის აშენებას გულისხმობდა. ზაზა მელიქიძის თქმით, იგივე თანხით არსებული შენობების რეაბილიტაცია და 300 ცხოველზე გათვლილი რეგიონული თავშესაფრის მოწყობაა შესაძლებელი.

რეაბილიტაციის თანხას მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოყოფს. თავშეფასრის მოვლა-შენახვის ხარჯებს კი სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი დაფარავს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ სხვილისში, კომპანიონ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი 11 დეკემბერს, 52 070 ლარზე გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 26 დეკემბერს დასრულდა. ამჟამად შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

| Print |